24 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
მარნეულში "ჯეოსელის" ოფისი დღეს მისულ თანამშრომლებს გაძარცვული დახვდათ

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჯეოსელის ოფისი დღეს მისულ თანამშრომლებს გაძარცვული დახვდა. მათი თქმით, წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა.

„მე როცა მოვედი ადგილზე უკვე პოლიცია იყო მოსული. ვერ მივხვდით აქ რას აკეთებდნენ. მერე გვითხრეს მაღაზია გაძარცვესო. აქ ჩენი კამერებიც ჩართულია, მაგრამ არავის არ შეუმოწმებია,“ - განაცხადა „ჯეოსელის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კურიერს" განუცხადა, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დაკავებულია სავარაუდო ეჭვმიტანილი, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

დღის ამბები