24 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
აქცია-პერფორმანსი "იმედთან"და საბჭოთა ტელევიზორი - სამოქალაქო აქტივისტებმა ზურაბიშვილის მიმართ არხის მხარდაჭერა გააპროტესტეს

სამოქალაქო აქტივისტების პერფორმანსი ტელეკომპანია იმედთან - აქციის მონაწილეებმა ადგილზე საბჭოთა დროინდელი ტელევიზორი მიიტანეს, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკუთარი პროტესტი გამოხატეს. აქციის მონაწილეების აზრით, ის არის კრემლიდან მართული კანდიდატი, რომლის პროპაგანდასაც ტელეკომპანია იმედი ეწევა.

„ამ პერფომანსის მიზანი  რა არის, დღეს ჩვენ გადმოვეცით, რომ იმედი ასრულებს რუსულ სამსახურს და არა ქართულ სამსახურს. ღიად უჭერენ პრორუსულ კანდიდატს მხარს. „ქართულ ოცნებას“, რომელიც რეალურად არის „რუსული ოცნება“ არ შევასრულებინებთ კრემლის დავალებას. კრემლიდან მხარი დაუჭირეს სალომე ზურაბიშვილს. ძალიან ნათელია უკვე ყველაფერი,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ტელეკომპანია „იმედი“ ღიად უჭერს მხარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არხი იზიარებს მის პოზიციებს.

სალომე ზურაბიშვილის ყველაზე მკაფიო განცხადება არის ის , რომ საქართველომ დაიწყო ომი. ტელეკომპანია იმედი, რომელიც არის ქვეყნის ერთ-ერთი რეიტინგული არხი ემხრობა იმ აზრს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს ჩვენთვის მიუღებელია. 

დღის ამბები