19 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში ქალი და მოზარდი ემსხვერპლნენ 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში -ავარიას ერთი ქალი და მოზარდი ემსხვერპლნენ.

თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ლითონის მილს.

ავარიისას დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შს სამინისტროდან "რუსთავი2"-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მე-5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები