19 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
ჯგუფური თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე - ახალი დეტალები ახალქალაქში მომხდარი ანგარიშსწორების შესახებ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე ჯგუფური თავდასხმა ახალქალაქში - მამაკაცი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების პირადი მცველად წლების განმავლობაში მუშაობდა, დღეს „რუსთავი 2“-ში თავად მოვიდა და დეპუტატ ენზელ მკოიანის გეგმების შესახებ ისაუბრა. კონფიდენტი ჰყვება, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე თავდასხმის შემდეგ, მკოიანი ოჯახის წევრების ქვეყნიდან გასაყვანად ემზადება, ამის შესახებ მას მკოიანებმა თავად უამბეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ჯგუფი თავდასხმის ორგანიზების გამო მას დააკავებენ. 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, ახალქალაქში რეპრესიები დაიწყო. დღეს ცნობილი ხდება, რომ დეპუტატ მკოიანის ორგანიზებით გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის არა ოთხი, არამედ ხუთი წევრი სცემეს, ერთ-ერთმა საჯაროდ ამის შესახებ საუბარი არ ისურვა, რადგან მას ოჯახის განადგურებით დაემუქრნენ. 

„ქართლი ოცნების“ დეპუტატის ორგანიზებული თავდასხმის შედეგად დაშავებული ოპოზიციის ოთხი აქტივისტი ამ დრომდე თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩება. დღეს ოპოზიციის გადაწყვეტილებით, სამედიცინო შემოწმებისათვის კლინიკაში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები მიიყვანეს. მათ დაშავებულების მდგომაროება უნდა შეაფასონ. ოპოზიციას უკვე დადგენილი ჰყავს თავდამსხმელები, თუმცა მათ პოლიცია არ აკავებს.

ოცნების დეპუტატისა და მისი 20-კაციანი დაჯგუფების მიერ განხორცილებული თავდასხმის დეტალები დღეს დაზარალებულებმა ჩვენებაში აღწერეს. ადვოკატები ამ გარემოებების გამო მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და ფიქრობენ, რომ ძიება ხულიგნობის ნაცვლად, პოლიტიკური საქმიანობაში ხელის შეშლის მოტივით უნდა გაგრძელდეს.

მუქარასა და დაპირისპირების პროვოცირებაზე ლაპარაკობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და პასუხისმგებლობას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს აკისრებენ.

ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ამ დრომდე 4 დაშავებული რჩება. 

დღის ამბები