24 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა შესაძლოა ჰიზერ ნოიერტმა დაიკავოს

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა შესაძლოა ჰიზერ ნოიერტმა დაიკავოს, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ნიკი ჰეილის გადადგომის შემდეგ დონალდ ტრამპმა ეს პოსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰოზერ ნოერტი თეთრ სახლში დაიბარა.

შეხვედრა ოვალურ კაბინეტში ორშაბათს შედგა, თუმცა უცნობია დასთანხმდა თუ არა ჰიზერ ნოერტი წინადადებას. ნოერტის გარდა გაეროში ელჩის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის ამერიკის ელჩი საფრანგეთში, ჯეიმი მაკკორტი.

დღის ამბები