16 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
ნატო-ს სამიტზე შავი ზღვის რეგიონში ახალი სტრატეგიის შექმნის საჭიროება გაჩნდა - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. მეორე დღის მთავარ თემას ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოადგენს.

მომავალ წელს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაპარტნიორი იქნება.

დღეს კონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.

მონაწილეებს მიუნხენიდან მიმართა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა.

„მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას ხმელთაშუაზღვის აღმოავლეთ ნაწილში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, რომ რეგიონში წინ აღუდგეს ნატო-სა და შეერთებული შტატების როლის გაძლიერებას. ასევე ველოდები, რომ რუსეთი გაზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ასევე განაგრძობს ძალისხმევას ვითარების დესტაბილიზაციისთვის ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში. ყოველივე ამის ფონზე ნატო-ს საკმაოდ გაუბედავი სტრატეგია აქვს წარმოდგენელი. ბოლოს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე შავი ზღვის რეგიონში ახალი სტრატეგიის შექმნის საჭიროება გაჩნდა. ნატო-ს წარმომადგენლობა განახლებას საჭიროებს. აღმოსავლეთ ფლანგის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის უსაფრთხოების დაუბალანსებული მდგომარეობა ქმნის რისკს, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცევა დესტაბილიზაციის ზონად,“ - განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.

დღის ამბები