19 აგვისტო 2019,   21:28
ვრცლად
ზამბიის საბადოზე გიგანტური ზურმუხტი იპოვეს, რომლის ფასიც სულ მცირე 2 მილიონი გირვანქა სტერლინგია

უნიკალური აღმოჩენა ზამბიის საბადოზე - ბრიტანული კომპანიის კუთვნილ საბადოზე, გეოლოგებმა გიგანტური ზურმუხტი იპოვეს. მისი წონა ერთი კილოგრამი და 130 გრამია.

სპეციალისტებმა ქვას "ინკალამუ" უწოდეს, რაც თარგმანში ლომს ნიშნავს.

ექსპერტების შეფასებით, ქვა იდეალური სისუფთავისაა და ოქროსფერი ელფერი აქვს, შესაბამისად „ინკალამუ“ მსოფლიოში არსებული ყველაზე უნიკალური ზურმუხტია.

წონის მიხედვით მისი ფასი სულ მცირე 2 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

თვის ბოლოს "ინკალამუს" სინგაპურში აუქციონზე გაყიდიან.

დღის ამბები