21 სექტემბერი 2019,   09:51
ვრცლად
იყო ძალიან დიდი უკმაყოფილება საზოგადოებისგან და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ - ეკონომიკის მინისტრი მარიხუანას კანონპროექტის გაწვევაზე საუბრობს

„კონსულტაციები მიმდინარეობდა მაგ პროექტის ჩამოყალიბებამდე, რა თქმა უნდა, მაგრამ აშკარად, ალბათ, გამოდგა ისე, რომ ისინი არასაკმარისი აღმოჩნდა,“ - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევას შეეხება.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საზოგადოების მხრიდან წამოსულმა უკმაყოფილებამ განაპირობა კანონპროექტის გამოწვევა. ქობულია ამბობს, რომ საზოგადოებიდან ნებართვის არსებობის შემთხვევაში, მთავრობა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„იყო ძალიან დიდი უკმაყოფილება საზოგადოებისგან და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, მოვისმინეთ და რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ვაცხადებდით ყოველთვის და ახლაც ვაცხადებთ, რომ ასეთი სახის საკითხები გადაწყდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ჩვენ მივიღებთ საზოგადოებისგან ამის გაკეთების ნებართვას,“ - განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ, ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა, სადაც შს მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ამბები