24 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
ლაშა გოგიასა და გია გულორდავასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს

ზუგდიდის ყოფილ მერისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსია და მისი მოადგილისთვის, ბრალის წარდგენის პროცედურა წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას გამოძიება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას და დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

მაღალჩინოსნების წინაღმდეგ საქმის მთავარი მტკიცებულება ”კურიერის“ ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერია, რომელიც მერის მიერ ქრთამის აღებაზე მიუთითებდა.  

ლაშა გოგია და გია გულორდავა ბრალს არ აღიარებენ. ზუგდიდის ყოფილ მერს და მის მოადგილეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.

მაღალჩინოსნების წინაღმდეგ საქმის მთავარი მტკიცებულება ”კურიერის ”ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერია. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ გოგიამ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან, ზურაბ კვირკვიასგან საქმის გასაკეთებლად ქრთამი აიღო, თუმცა საქმე საბოლოოდ არ გაკეთდა. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფული სამეგრელოს გუბერნატორთან და ქალაქის ვიცე-მერთანაც მიდიოდა.

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები