19 აგვისტო 2019,   21:23
ვრცლად
გიორგი აბდალაძე გრიგოლ ვაშაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს და პროკურატურას მიმართავს

გრიგოლ ვაშაძე ყველაფერის საქმის კურსში იყო და მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს, - ასე გამოეხმაურა ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.

აბდალაძე, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს. მან ასევე მიმართა პროკურატურასაც.

„ის ვალდებულია იცოდეს, რომელი კომპიუტერიდან წავიღე მე, ის ვალდებულია იცოდეს, რომელი სტენოგრამა წავიღე. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ბოდიში მოსახდელი ჩემთან, მით უმეტეს ვაშაძეს ჩემთან. მივმართავ კიდევ პროკურატურას, გაასაჯაროეთ ის გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც დღემდე არ ვიცი მე, რა ჯანდაბის სტენოგრამა წავიღე დღემდე არცერთმა არ ვიცით,“-ამბობს აბდალაძე.

დღის ამბები