23 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
ლარი გაუფასურების ანტირეკორდებს ხსნის, ეკონომიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა გამყარებულია

ერთი დოლარი კომერციულ ბანკებში 2,76 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებში კი უკვე 2,73 ლარად იყიდება. ეროვნული ვალუტა დღის ბოლოს კვლავ გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსი ახლა 2,72 ლარია. მოიმატა ევროს ღირებულებამაც და 3,11 ლარი გახდა. სავალუტო ჯიხურებში კი უფრო ძვირია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეროვნული ვალუტა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. გიორგი ქობულია ირწმუნება, რომ ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში წლის ბოლომდე დასტაბილურდება და მოსახლეობა საახალწლოდ მის კიდევ უფრო გაუფასურებას აღარ უნდა ელოდოს.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ დღეს ლარი გამყარებულია და ამ მხრივ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა. მინისტრები მოსახლეობას ურჩევენ, ეროვნულ ვალუტას მხოლოდ დოლარს ნუ შეადარებენ.

პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებენ და ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას სწორედ მთავრობას აკისრებენ. ოპოზიციამ ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს 2018 წლის ბიუჯეტის დაკორექტირება ურჩია.

საინფორმაციო სააგენტო BPN-ის ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებისა და საურავების სახით მოსახლეობისგან 60 მილიონი ლარის  შემოსავალი მიიღეს. პირველ ადგილზეა „თიბისი ბანკი“, მეორე ადგილზეა "საქართველოს ბანკი", მესამეზე - "ლიბერთი ბანკი", მეოთხეზე - "კრედო", მეხუთეზე კი - "ქართუ ბანკი". 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ჯამში 11 თეთრით გაუფასურდა და წლის რეკორდი მოხსნა. ერთი თვის წინ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.61 ლარი იყო.

 

 

დღის ამბები