19 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
5 ნოემბერს „რუსთავი 2-ზე“ „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონი იწყება

სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტი ეთერს უბრუნდება - 5 ნოემბერს „რუსთავი 2"-ზე „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონი იწყება.

ნიჭიერი და გამორჩეული კონკურსანტებით, ახალი სახეებითა და ქართული სიმღერებით მეგაშოუ, ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს, 21:00 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება.

პროექტის ჟიურიმ 10 საუკეთესო კონკურსანტი მთელი საქართველოს მასშტაბით შეარჩია. ჟიურის ხმის მიცემის სისტემაში სიახლეებია, რომელსაც „მხოლოდ ქართულის“ მაყურებელი შესარჩევ სერიებში ნახავს. მაყურებლის სურვილის გათვალისწინებით, ლაივკონცერტზე დასწრება ახლა უფრო მეტს შეეძლება.

ყველაზე რეიტინგული მეგაშოუს მეორე მეზონის ათივე კონკურსანტი მსმენელის წინაშე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგება.

 

 

 

დღის ამბები