19 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
შსს-მ ქვემო ქართლში ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ამის  შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს რ.კ.-სგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, მიმდინარეობს.

დღის ამბები