19 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
პრეზიდენტი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დიპლომატის დღეს ულოცავს

პრეზიდენტი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დიპლომატის დღეს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს -დიპლომატის დღეს.

"ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

"დღეს ჩვენი სამშობლო წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ღირსეულ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და განვითარებაში. ამ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქართულ დიპლომატიას მიუძღვის. საქართველოს მომავალი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანიკური მომავალი, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცულობა დიდწილადაა დამოკიდებული თითოეული დიპლომატის პროფესიონალიზმსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.

"სწორედ აქტიური საგარეო პოლიტიკით უნდა შეიქმნას საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საერთაშორისო მექანიზმები. დარწმუნებილი ვარ, რომ ქართული დპლომატია კვლავაც იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არაერთ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე.

"წარმატებებს ვუსურვებ ყველა დიპლომატს მათ საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში,“ - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.

დღის ამბები