კვირის ბოლოს ლარი კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7251 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7170 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 3.1194 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0900 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.