25 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
ნიუ იორკის პოლიციამ ალეკ ბოლდვინი დააკავა

ნიუ იორკის პოლიციამ ალეკ ბოლდვინი დააკავა. ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელმაც ბოლო წლებში დონალდ ტრამპის შარჟებით გამოირჩევა და ამისთვის ემის ქანდაკებაც მოიპოვა, ძალოვანებმა პარკინგზე მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მსახიობმა სხვა პარკინგის ადგილის გამო სხვა მანქანის მძღოლთან იჩხუბა და მას სცემა.

პოლიციამ მსახიობს ბრალი თავდასხმის მუხლით წარუდგინა. საქმეს ნიუ იორკის სასამართლო 26 ნოემბერს განიხილავს.

ალეკ ბოლდვინის დაკავებას უკავე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა მსახიობს წარმატება უსურვა.

დღის ამბები