24 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
აქცია "ოცნების" ოფისთან - დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დახმარებას სთხოვენ

აქცია ქართული ოცნების ოფისთან - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დახმარებას სთხოვენ.

დაზარალებულები უკვე მეორე დღეა, მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

მეანაბრეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათი მისამართით გაცემული დაპირებები უნდა შეასრულონ.

მეანაბრეების აქციის ფონზე ქართული ოცნების შტაბში პარტიის წევრების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მეორე ტურის სტრატეგიაზე მსჯელობენ.

დღის ამბები