23 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ ინიციატივა და არჩევნები - გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდა

გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, ილია მეორეს და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს შეხვდნენ.

ერთსაათიანი აუდიენციის მთავარი საკითხები საპრეზიდენტო არჩევნები და კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროეტი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პატრიარქის თხოვნაა, რომ საქართველოში ოპოზიცია დევნის ობიექტი არ იყოს.

„რაც შეეხება იმ ბოდვით „კანონპროექტს“, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰქონდა და რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენს ხელისუფლებას ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ გარემოში. უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამებთ ამ გეგმებზე. მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორების და დევნის საგანი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, პატრიარქს მათი გეგმების შესახებ ესაუბრნენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ილია მეორეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორცილებულ თავდასხმებზე.

„ვთხოვეთ დახმარება, რადგან მას აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან, რომ რამენარიად დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ ხელისუფლების, ქართული ოცნების  წარმომადგენლები, რომ რამენაირად მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნები,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პატრიარქთან შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა რურუაც, ესწრებოდა. მისი თქმით, პატრიარქის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც ერთმანეთთან საერთო ენა გამონახონ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები