25 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
ლაშა გოგიას და გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდის ყოფილი მერს და მის მოადგილეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მისჯას პროკურატურა მოითხოვდა. დაკავებულების ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ბრალდების მხარეს მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს.

ადვოკატების ინფორმაციით, არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები