24 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
არჩევნებში მარცხის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" დიდი გარჩევები დაიწყო - ბიძინა ივანიშვილი ყველას უყვიროდა

საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ ქართულ ოცნებაში დიდი გარჩევები დაიწყო. ინფორმირებული წყარო კურიერს უყვება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უყვიროდა ყველას, ვინც კი ხვდებოდა.

კურიერმა 28 ოქტომბრის ღამეს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში ტელეფონის საშუალებთ კადრების გადაღებაც შეძლო.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ეჭვი გაუჩნდა, რომ მას ფული მოჰპარეს. კურიერმა გაარკვია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო. მმართველი პარტიის ფინანსები სოსო გოგაშვილს ჩააბარეს, თუმცა თანხა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხმების მისაღებად დახარჯა, პოლიტიკური შედეგის არაადეკვატური აღმოჩნდა. 

ქართულმა ოცნებამ თბილისსა და რეგიონებში ამომრჩევლების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ანონიმური ზარის ავტორები კასპის მცხოვრებლები არიან, რომლებიც ქართული ოცნების მიერ მოსახლეობის დაშინების კონკრეტულ ფაქტებს ყვებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოსახლეობის დაშინების და მოსყიდვის ფონზე, არჩევნების წაგებამ ქართული ოცნება შოკში ჩააგდო და ახლა უკვე ღია რეპრესიებზე გადავიდნენ.

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომლის დეიდა და კასპის საბავშვო ბაღის გამგე, დალი კოტეტიშვილი, ადგილობრივებს აშანტაჟებს, რომ, თუ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი არ გაიმარჯვებს, მათ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. მათი განცხადებით, დალი კოტეტიშვილი მათ ეუბნება, რომ გრიგოლ ვაშაძემ ტანკები უკვე მოამზადა და მოგების შეთხვევაში ომს დაიწყებს.

დალი კოტეტიშვილი ადასტურებს, რომ მისი დისშვილი - სოსო იაშვილი, ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელია, თუმცა ამბობს, რომ ოჯახის წევრთან ურთიერთობა არა აქვს.

ემიგრანტები საბერძნეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კურიერს ანონიმურად უყვებიან, რომ საელჩოების დავალებით, ყველას აფრთხილებენ, ემიგრანტებს ემუქრებიან, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ მისცემენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.  

საგარეო საქმეთა მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ისინი იტყუებიან.

სავარაუდოა, რომ მამუკა ბახტაძემ მათ ოცენბის იდეოლოგების და პარტიის თავმჯდომარის მითითება გადასცა, რომლითაც ჩინოვნიკებს ზურაბიშვილის მხარდაჭერა და ნებისმიერ ფასად მისი მეორე ტურში გამარჯვება დაევალათ. კურიერის ინფორმაციით, ყველა გამგებელი, მინისტრი და პრემიერი თანამდებობებს მხოლოდ ამ დავალების შესრულების შემთხვევაში შეინარჩუნებს.

საარჩევნო დავალებების მიღებას უარყოფენ მინისტრებიც, რომლების მეორე ტურის წინ მთავრობის სხდომაზე, გუბერნატორებთან ერთად დაიბარეს;

ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ანი მიროტაძის, ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ შეხვდა.

შიდა გარჩევების შესახებ მმართველი გუნდის წევრები კამერების წინ არ საუბრობენ. მირიან წიკლაური ერთადერთი დეპუტატია მმართველი გუნდიდან, რომლმაც დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია და გუნდის წევრებს მწვავედ საყვედურობს.

დღის ამბები