20 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
"ვმუშაობთ იმისთვის, რომ ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდეს და მოხდეს კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟი,“ - სერგო რატიანი 

"ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის წევრები გლდანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სერგო რატიანის თქმით, მათი პარტიის მიზანი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატის დამარცხება და კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟია.

„საზოგადოებას უკვე მოეხსენება, რომ მეორე ტურში დავით ბაქრაძე და შესაბამისად, ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. შესაბამისად, ჩვენ ვხვდებით ჩვენ პარტიულ ორგანიზაციებს, ვმუშაობთ, იმისთვის რომ ივანიშვილის კანდიდატი „ქართლი ოცნების“ კანდიდატი დამარცხდეს და მოხდეს კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

დღის ამბები