16 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
ირანის მოსახლეობა შეერთებული შტატების ახალ სანქციებს ქუჩაში აპროტესტებს

ირანის მოსახლეობა შეერთებული შტატების ახალ სანქციებს ქუჩაში აპროტესტებს. თეირანში მიმდინარე აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. პარალელურად, დემონსტრანტები 1979 წელს, ამერიკის საელჩოში შეჭრის წლისთავს აღნიშნავენ.

29 წლის წინ ირანელ აქტივისტებს დიპლომატიური უწყების შენობაში 50-ზე მეტი ადამიანი 444 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული.

თეირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის ახალი სანქციები ძალაში ხვალიდან შედის. შეზღუდვები 700-ზე მეტ პირს და ენერგო, გადაზიდვისა და ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიებს შეეხება.



 

დღის ამბები