19 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
"როგორც კი ინვესტორი დებს ფულს ეგრევე რეპრესიები იწყება"-ებრაელი ბიზნესმენი "ქართულ ოცნებას" ქონების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს

ებრაელი ბიზნესმენი "ქართულ ოცნებას" მასზე თავდასხმების ორგანიზებასა და ქონების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს. იგორ ასკაროვი ამბობს, რომ მმართველი პარტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივებს, რომლებსაც მიწები არა აქვთ ჰპირდება, რომ თუ არჩევნებში ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემენ მათ მის კუთვნილ მიწებს დაურიგებენ. ებრაელი ბიზნესმენი აცხადებს, რომ სოფელი ლაითური მან ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ დატოვა და მუქარის გამო საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. დაბა ლაითურში მცხოვრები იგორ ასკაროვის საცხოვრებელი სახლი და კარ-მიდამო უცნობმა გუშინ გაქურდეს. მწყობრიდან არის გამოყვანილი მისი კერძო მეურნეობაც. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მასზე უკვე 4 წელია თავდასხმები და ყაჩაღობები ხდება, თუმცა პოლიცია ამ საქმეებს მიზანმიმართულად არ იძიებს.

„აქედან გატანილია რკინა და ჯართი. 10-მდე ტონა. გაძარცული ვარ მთლიანად. მემუქრებოდნენ, რომ გავსულიყავი ამ მიწიდან. ჩემი მეზობლების მხრიდან იყო სხვადასხვა სახის მუქარა. ბოლო თავდასხმის შემდეგ იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი საცხოვრებელი. გავერიდე აქაურობას. როგორც ჩანს რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი ქონების ძარცვა. იმიტომ, რომ ამდენ რკინას ერთ დღეში ვერ წაიღებდნენ. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ამ ყველაფრის უკან გამოცდილი დირიჟორი დგას. ყველაფერში მმართველი გუნდის კვალს ვხედავ. როგორც კი ინვესტორი დებს ინვესტიციას და აღარ უნდა გასვლა ადგილიდან, ეგრევე რეპრესიები და ომი. აქ შერეული ბიზნესი მინდოდა მქონოდა. ფერმის, ჩაის, კივის და ხურმის. ჩემი საერთო ინვესტირება 2 მილიონ დოლარს შეადგენს, საკუთრებაში 50 ჰექტარი მიწა მაქვს,“-განაცხადა ბიზნესმენმა იგორ ასკაროვმა.

დღის ამბები