19 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
საპროტესტო აქცია მესტიაში - ადგილობრივები სოფელ იელში ოქროს წარმოების შეწყვეტას ითხოვენ

საპროტესტო აქცია მესტიაში - ადგილობრივები სოფელ იელში ოქროს წარმოების შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, ოქროს მოპოვება აფეთქებების გზით ხდება, რის გამოც, მომწამვლელი ნივთიერება ჰაერში რჩება. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მოსახლეობა ბოლო დროს გახშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ხალხი ასევე ამბობს, რომ მდინარე ენგურის სანაპიროზე ოქროს მოსაპოვებლად ციანიდის ოქსიდსაც იყენებენ.

სვანების მტკიცებით, ხელისუფლებამ ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია მათგან უჩუმრად გასცა. სოფელ იელში ოქროს მოპოვება ტრადიციული ფორმით ადგილობრივების, შეიძლება ითქვას, ერთადერთი შემოსავალია. ეს ფაქტი ტურისტების დიდ დაინტერესებასაც იწვევს.

დღის ამბები