16 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
"მეორე ტურის შედეგი "ოცნებისთვის" იქნება დამანგრეველი - გამაოგნებელი" - სპეცისლისტები სალომე ზურაბიშვილის სრულ მარცხს პროგნოზირებენ

საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტური და პროგნოზები, რომელსაც სპეციალისტები აკეთებენ - ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის  მხარდამჭერთა  რიცხვი არ გაიზრდება. ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ რეალურად ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე 61%-ია, ამას ემატება ისიც, რომ ის, ვინც ხმა მისცა „ოცნების“ კანდიდატს, ორგანიზებულად მიყვანილი ამომრჩეველია და არა ელექტორალური მხარდამჭერი.

„61% არის მოწინააღმდეგე ხმები ხელისუფლებისა, 38% არის მომხრე. მაგრამ ამ მომხრეებში, ხელისუფლების მომხრეებში არ არის ელექტორალური მხარდაჭერა. ანუ ყველა არის ორგანიზებულად მოყვანილი. არ გაიზრდება ეს ციფრები,“-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ უპირატესობაზე საუბრობს გია ხუხაშვილიც. პოლიტოლოგის განცხადებით, ამას ემატება იმ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა ხმებიც, რომლებმაც პირველი ტურის შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს გარკვეული უპირატესობა, გამომდინარე იქიდან, რომ „ევროპული საქართველოს“ ხმები მასთან მიდის, „ლეიბორისტების“ ხმები მათთან მიდის. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას,  თუ პირველ ტურში  ხელისუფლებამ მოახერხა ამ ინსტრუმენტის მეტნაკლებად ეფექტურად გამოყენება, მეორე ტურში ძალიან გაჭირდება იმიტომ, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის დემორალიზაცია მოხდა ამ ყველაფერში,“-განაცხადა  გია ხუხაშვილმა.

"თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" დამფუძნებელი და დირექტორი კი პარალელს 2003 წელთან და მოქალაქეთა კავშირთან ავლებს. არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ისევე როგორც დღევანდელს, ეგონა, რომ რესურსი გააჩნდა. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ მეორე ტური ოცნებისთვის გამანადგურებელი იქნება.

„2003 წლის შემოდგომაზე, მოქალაქეთა კავშირის ლიდერებს ეგონათ, რომ რესურსი გააჩნიათ. რა პარალელია მაშინდელსა და დღევანდელს შორის. სრული არაადეკვატურობა. მმართველი ძალის გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან. მეორე ტურში არა მხოლოდ  მექანიკურად დაემატება ოპოზიციურ ძალთა ხმები მთავარ კანდიდატს ბატონ ვაშაძეს, არამედ მეორე ტურის შედეგი ოცნებისთვის იქნება დამანგრეველ გამაოგნებელი,“-განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები