20 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
"ტანჯვა-წამებში ვართ სულ, საწყალ ხალხს სულ ყველა გვატყუებს, მიტოვებულია ხალხი,“ - p.s. მოსახლეობას შეხვდა

p.s-ის ჟურნალისტები თბილისსა და რეგიონებში, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, მოსახლეობის განწყობით დაინტერესდა. უმეტესობა მათგანი ჟურნალისტებთან გაუარესებულ და გაჭირვებულ ცხოვრებაზე საუბრობს. მოსახლეობის ნაწილს, რომელთაც ჟურნალისტი გაესაუბრა, ყვება, რომ საზოგადოება იმედგაცრუებულია და რასაც ხელისუფლება ჰპირდებოდა, არაფერი შეუსრულებია. 

მოქალაქეები გაძვირებულ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და საწვავზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ფასები ყველაფერზე იმატებს, თუმცა ხელფასის რაოდენობა ისევ უცვლელი რჩება. პენსიონრები კი არასაკმარის პენსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 180 ლარი წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით. 

„ხალხს უნდობლობა აქვს, რაც შეპირდნენ ხალხს, არავინ არაფერში არ დაეხმარა. მიტოვებულია ხალხი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

63 წლის ეთერი გეორგიევს იმდენად დაზიანებული სახლი აქვს, რომ ოჯახს იქ დაძინების ეშინია და ღამეს ეზოში გაშლილ კარავში ორი ოჯახი ათევს.

ზოგიერთი მათგანი ჯანდაცვის გაუმჯობესებულ პროგრამაზე საუბრობს. ამბობენ, რომ დღეს თავისუფლად და შიშის გარეშე ცხოვრობენ. 

მოსახლეობას ემიგრანტობის პრობლემაც აქვს. უმუშევრობის გამო, ახალგაზრდები საარსებო საშუალების საშოვნელად საზღვარგარეთ არის წასული.  

„სააკაშვილს ხომ აბრალებდნენ, რომ ერთმმართველი იყო და დიქტატორი, აგერ არ არის კიდევ ივანიშვილი?“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

გორის მოსახლეობის ნაწილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობით იმედგაცრუებულია. ომარი ნინიკაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ბევრი დაპირება მისცა ხალხს, მაგრამ დაპირებებიდან არაფერი შეუსრულებია. გორში მაცხოვრებელი ამბობს, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას ყველა ატყუებს.

„რა სიცოცხლეა ჩვენი სიცოცხლე, ტანჯვა-წამებში ვართ სულ. ოცნების ხალხმა დაპირება ბევრი მოგვცა, მაგრამ შესრულებით არაფერი შეგვისრულა. საწყალ ხალხს სულ ყველა გვატყუებს, მითუმეტეს გორელებს,“ - ამბობს ომარი ნინიკაშვილი.

დღის ამბები