25 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
ლარის რეკორდული ვარდნა - 2.73 ლარი ღირს 

ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდული ნიშნულს ამ დრომდე ინარჩუნებს. დოლარის ოფიციალური ფასი ეროვნულ ბანკში დღეისთვის 2 ლარი 72 თეთრია. სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარი ლარი 2 ლარი 74 თეთრი ღირს. 

კიდევ უფრო მაღალია დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში. აქ ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 76 თეთრს აღწევს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ექსპერტები მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ, ანალიტიკოსთა თქმით, ლარის გაუფასურების პროცესს ხელს უწყობს ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ფონიც.

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან რომ ახალ წლამდე საკვებ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, გაიზრდება საწვავისა და გაზის ფასიც.

“თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება გარდაუვალია ფასების ზრდა და ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, მით უფრო რომ შეჭირვებულია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი,”-განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.  

დღის ამბები