13 ნოემბერი 2018,   09:47
ვრცლად
"განცხადებებს რასაც ვისმენთ, გამოვა, რომ წლიურად 8-12 ლარით იქნება შესაძლებელი პენსიის ზრდა" - ჭიაბერაშვილი "ქართული ოცნებისგან" განმარტებებს ითხოვს

“ევროპული საქართველო” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე განმარტოს, თუ როგორ და რა ფორმულით აპირებს მთავრობა პენსიის ინდექსაციას.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მტკიცებით, მოხდება “პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციაზე".

თუმცა, ოპოზიციის გათვლებით, შემოთავაზებული ინიციატივა პენსიის ზრდას წლიურად მხოლოდ 10 ლარით ითვალისწინებს, რაც უმცირესობის აზრით, ვერ დააკომპენსირებს გაუფასურებული ლარის შედეგად გაზრდილ ფასებს და გაუარესებულ სოციალურ ფონს.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, პენსიის 50 ლარით გაზრდა დღესვე იქნებოდა შესაძლებლი.

“ევროპული საქართველო" მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ არჩევნები მეორე ტურამდე გაუმხილონ საზოგადოებას რა პრინციპით, რა ფორმულით აპირებენ ისინი ასაკობრივი პენსიის იდექსაციას. იმიტომ რომ, რასაც ჩვენ ვხედავთ და განცხადებებს რასაც ვისმენთ, გამოვა, რომ წლიურად 8-12 ლარით იქნება შესაძლებელი პენსიის ზრდა და ეს არ არის მისაღები ჩვენი პენსიონერებისთვის"-ამბობს ვაშაძე.

დღის ამბები