18 ოქტომბერი 2019,   11:34
ვრცლად
არჩევნები აშშ-ს კონგრესში - ხვალ ამერიკის მოქალაქეებმა წარმომადგენელთა პალატის წევრები, სენატორთა ნაწილი და 40-მდე გუბერნატორი უნდა აირჩიონ

შეერთებული შტატები კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის ემზადება.

ხვალ მოსახლეობამ წარმომადგენელთა პალატის წევრები, სენატორთა ნაწილი და 40-მდე გუბერნატორი უნდა აირჩიოს.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ბოლო შეხვედრებს მართავენ. დონალდ ტრამპი ტენესისა და ჯორჯიის შტატებში იმყოფებოდა.

ქალაქ ჩატანუგაში პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მომღერალი ლი გრინვუდი შეუერთდნენ, რომლის სიმღერის ფონზეც იწყება ხოლმე ტრამპის კამპანიის შეხვედრები. დემოკრატი კანდიდატების მხარდაჭერაში ამომრჩევლის დარწმუნებას ჩიკაგოში ცდილობდა ბარაკ ობამა. ყოფილმა პრეზიდენტმა 10 წლის წინ ამავე ქალაქში გამართული შეხვედრა და თეთრ სახლში მისი პირველად არჩევა გაიხსენა.

დღის ამბები