16 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
თეირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების განახლებული სანქციები ძალაში შევიდა

თეირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების განახლებული სანქციები ძალაში შევიდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან ირანის წინააღმდეგ ყველა ის შეზღუდვა ამოქმედდა, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს.

შავ სიას დაუბრუნდა 700-ზე მეტი პირი, ასევე ენერგო, გადაზიდვისა და ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიები. სანქციების აღდგენას უკანონოს უწოდებს ირანის ხელისუფლება. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, სანქციების მიუხედავად თეირანი ნავთობის ექსპორტს გააგრძელებს.

დღის ამბები