20 აპრილი 2024,   00:06
ვრცლად
"ძალიან მიყვარხარ და არ მოგენატრო, სხვანაირად მოვალო" - თბილისში 11 წლის გოგონას ეძებენ, რომელმაც წერილი დატოვა

თბილისში,  11 წლის გოგონას ეძებენ. ელენე გიორბელიძე დილით, 9-ის ნახევარზე, ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად მე-4 საჯარო სკოლაში წავიდა. როგორც ცნობილია, ძმა სკოლაში შევიდა, თუმცა გოგონა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნახავთ. 

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ  ბავშვმა სახლიდან გასვლის წინ წერილი დატოვა, სადაც ის ოჯახის წევრებს ემშვიდობება. გოგონას უკვე ეძებენ სამართალდამცველები.

ოჯახის ყველა წევრი პოლიციაშია დაკითხვაზე გადაყვანილი, მათი ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ წერილი გოგონას სხვამ დააწერინა.

„არ მივიდა სკოლაში. მოვიდა ძმა მერე. გავარკვიეთ, რომ ბავშვი არ არის. აღმოჩნდა, რომ დაკარგულია, მშობლებს აქვთ ეჭვი რომ დაკარგულია. არ აქვს არც სამგზავრო ბარათი, არც ტელეფონი, თვითონ არის წასული, დაწერილი აქვს წერილი და სავარაუდოდ, ემშვიდობება დედას. წასულები არიან ოჯახის წევრები. დედას ემშვიდობება, "ძალიან მიყვარხარ და არ მოგენატრო სხვანაირად მოვალო"-ამბობს მეზობელი.  

დღის ამბები