16 ოქტომბერი 2019,   20:02
ვრცლად
ფოტო-ვიდეოს საფუძველზე შერაცხული გარყვნილი ქმედება, ეს არის და ჩანს - მოკლული გოგონას ბაბუამ მკვლელობაში ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეომასალა ნახა

გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიშვილის მამამ ცოტა ხნის წინ პოლიციის სამმართველო დატოვა. მან გამოძიების მიმდინარეობის შესახებაც მიიღო ინფორმაცია, თუმცა მიხეილ ბერიაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია.

რამდენადაც ცნობილია, მას და მოკლული გოგონას ბაბუას აჩვენეს ის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ამოღებულია მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან. მასალა გადაღებულია გოგონას მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე. ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის სასტიკად დასჯას ითხოვენ.

„საჯაროდ უნდა დაიწვას. მე ვთხოვ კახას, ვინც ამ საქმის სათავეში ჩადგა, მომიყვანა ბოლომდე და ჰყავთ დაჭერილი ეს, მოვითხოვ ეგეთ პედოფილებს, რაც არ გვყავს პრეზიდენტი, საერთოდ არ ვეხები, რაც არ გვყავს ბესელია და თავის წარმომადგენლები სულ ყველა... მე ვიწყებ გორიდან, გორელებო, გვერდზე დამიდექით. ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ. ლინჩის წესით კი არა უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს. ზუსტად მაგ ჩანაწერებიდან გამომდინარე. ვისაც შვილი ჰყავს მე ყველას ვეუბნები, ვისაც თავზე ხელი აქვს ბავშვისთვის გადასმული, ყველანი დამიდექით გვერდზე,“- ამბობს მოკლული გოგონას ბაბუა ხვიჩა ბერიაშვილი.

ჩანაწერები ნახა ადვოკატმაც, რომელიც ვიდეოფაილის შინაარსობრივ ნაწილზე საუბარს ერიდება. ცნობილია, რომ ჩანაწერში ფიგურირებენ მხოლოდ იაგო ნებიერიძე და 8 წლის ნანა ბერიაშვილი, რომელიც კადრების გადაღებისას ჯერ კიდევ ცოცხალია.

„გვაჩვენეს ეს ჩანაწერი, ვნახეთ, ვიდეოჩანაწერიც არის და ფოტოც. როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქმე ეხება 9 წლის ბავშვს და აქეთ ბრალდებული გვყავს  გარყვნილ ქმედებაში შერაცხული პირი, შესაბამისად დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, თუმცა ამ ფოტოების და ვიდეოს საფუძველზე შერაცხული გარყვნილი ქმედება ეს არის და ჩანს. ჩვენ გვქონდა კითხვები, როგორ მოხვდა ბავშვი იქ, სადაც ნაპოვნი იქნა, როგორ და რა საშუალებით,“-ამბობს ადვოკატი დავით გელხაური.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ნივთმტკიცებად დევს ურიკა, რომელზეც არის სისხლის კვალია აღმოჩენილი. ასევე დანიშნულია ექსპერტიზა და ჯერჯერობით უცნობია ვის ეკუთვნის სისხლის კვალი.

ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნებიერიძე სასჯელს არასრულწლოვნის გატაცების გამო იხდიდა, თუმცა სასჯელი ამნისტიის კანონით 2012 წელს მნიშვნელოვნად შეუმცირდა, ციხე კი მარგველაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები