19 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
"ყველა ჩვენი პარტნიორის ვალუტა გაცილებით უფრო მძიმედ დაშავდა" - მმართველ გუნდში ლარის გაიფასურებას ეხმაურებიან

ლარის კურსის რეკორდულ ვარდნას მმართველი გუნდი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა მიბმულია იმ ვალუტებზე, რომლებიც უფასურდება და ეს არის ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზი. დეპუტატის განცხადებით, ლარი გამყარებას ახალი წლის შემდეგ დაიწყებს.

„ყველა ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორის ვალუტა გაცილებით უფრო მძიმედ დაშავდა ამ სიტუაციიდან, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა და რეალურია ისიც, რომ  საქართველოს საკმაოდ უარყოფითი ბალანსი აქვს ექსპორტსა და იმპორტს შორის, თუმცა ტენდენცია სისტემატურად იზრდება. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შეფასებულია გაცილებით უფრო სერიოზული კომპეტენტური სტრუქტურების მიერ მაგრამ ეს არ ყოფნის. მითუმეტეს წინასაახალწლო პერიოდში ვალუტის გადინება საკმაოდ ინტენსიურია. ასე, რომ ჩვენ უნდა მოველოდოთ ვალუტის კურსის დასტაბილურებას უახლოეს პერიოდში,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი 2 ლარი და 78 თეთრია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები