19 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
ახალქალაქში ნაცემი "ძალა ერთობაშიას" აქტივისტები ტრავმატოლოგიური კლინიკიდან დღეს გაწერეს

ახალქალაქში ნაცემი "ძალა ერთობაშიას" აქტივისტები ტრავმატოლოგიური კლინიკიდან დღეს გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზარალებულები კი ყვებიან, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და მათი საავადმყოფოში დარჩენა აუცილებელია.

„ცუდად ვგრძნობ თავს, სიცხეც მაქვს, თავი მტკივა. ჩემი მდგომარეობა კარგი არ არის, მაგრამ ექიმი თუ დამიწერს ჯანმრთელობის ცნობას, მაშინ დავესწრები სასამართლოს. ვფიქრობ, რომ დეპუტატი ენზელ მკოიანი არის ქურდი და კრიმინალი. მისი ადგილი არ არის პარლამენტში, მისი ადგილი ციხეშია, რადგან ის ქურდი და კრიმინალია. ის ბიზნეს მონოპოლისტია, მან დაასრულა საკუთარი პოლიტიკური კარიერა. აუცილებლად მივალ პროცესზე და რა ინფორმაციაც მაქვს, ვიტყვი,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული, აშოტ რაისიანი.

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის დროს, დაშავებულებს ქალა ტვინის ტრავმა. თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდათ. 

„ჩვენ მათ მივეცით რეკომენდაცია, რომ შეეძლოთ კლინიკის დატოვება უკვე ორ ნოემბერს, თუმცა თავიანთი სურვილით დარჩნენ კლინიკაში,“ - აღნიშნავს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერი, ბუბა შალამბერიძე. 

დაშავებულების ადვოკატი იმ მუხლის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვს, რომლითაც გამოძიება დაიწყო. მაია მუმლაძე აცხადებს, რომ ხულიგნობის მუხლი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით უნდა შეიცვალოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ეს დაშავებული ხალხი არ არიან ცნობილი დაზარალებულ პირებად, იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არაადექვატური კვალიფიკაცია აქვს იმ ქმედებებს, რაც განხორციელდა ახალქალაქში, ეს არის ნამდვილად სასტიკი დანაშაული, ნამდვილად არ არის კვალიფიკაცია შესაბამისი,“ - განაცხადა მაია მუმლაძემ. 

დღის ამბები