23 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
ვაშაძე რუსი შკლიაროვი უწევს PR კამპანიას რუსულ სტილში... რუსთავი 2-ს რომ უყურებ არანაირი განსხვავება არ არის РТР და ОРТ-სთან - კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ვაშაძე რუსული საარჩევნო კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და "რუსთავი 2" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

„ბატონი სერგი ხშირად საუბრობს ხოლმე რუსულ რბილ ძალაზე, საფრთხეებზე და როდესაც მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს რუსი შკლიაროვი უწევს PR კამპანიას რუსულ სტილში, მარტო მის წარმომავლობაზე კი არ არის აქ საქმე, საქმე არის იმაში, რომ "რუსთავი 2"-ს რომ უყურებ არანაირი განსხვავება არ არის РТР და ОРТ-სთან და რომ ვუყურებთ სოცქსელებს, იმ ბინძურ კამპანიას და ნიაღვარს, რომელიც მოედინება ყოველდღიურ რეჟიმში სოცქსელებიდან, ესეც არის რუსული სტილი, რატომ ვერ ხედავთ თქვენ აქ რუსული რბილი ძალის პრობლემას და რუსული პროპაგანდის საფრთხეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები