13 ნოემბერი 2018,   09:46
ვრცლად
ლარის გაუფასურებას რეკორდული სისწრაფით განაგრძობს - კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს

ლარის რეკორდული ვარდნა - ოფიციალური კურსითაც კი ეროვნული ვალუტა ფსკერზე იმყოფება და მისი ღირებულება 2.74-ია. კომერციულ ბანკებში  კი ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, სადაც ლარის კურსი 2.78-ია. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი 2.75 თეთრი ღირს. ეკონომისტების პროგნოზი არ იცვლება - სავალუტო კრიზისი გაგრძელდება და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირება სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. ექსპერტებთან ერთად კრიზისზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც პირველ რიგში ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" კი პასუხისმგებლობას კვლავ ირიდებს და კრიზისს საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები