16 ოქტომბერი 2019,   19:54
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ვიდეო აღსარება - "ქართული ოცნების" ლიდერი მოქალაქეებს პრობლემების მოსაგვარებლად ერთ წელს სთხოვს

ბიძინა ივანიშვილის ვიდეო აღსარება - ჩანაწერი პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. მთავარი სათქმელი ივანიშვილმა 6 წუთში ჩაატია. მისი მიმართვის მთავარი ადრესატი ის ამომრჩეველია, რომელმაც ნდობა "ქართულ ოცნებას" 2012 წელს გამოუცხადა, დღეს კი ამავე პარტიას ზურგი შეაქცია. ივანიშვილი აღიარებს, რომ მისი მმართველობის დროს ხალხი გულგატეხილი და იმედგაცრუებულია, თუმცა მათ პარტიის ლიდერი კიდევ ერთ შანსს სთხოვს. ივანიშვილმა მისი პარტიის წარუმატებლობაში, გაერთიანებული ოპოზიცია დაადანაშაულა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას პრობლემების მოსაგვარებლად ერთ წლიანი ვადა სთხოვა.

ვიდეო აღსარებაში, „ქართული ოცნების“ ლიდერი აღიარებს, რომ სახელისუფლებო გუნდში კრიზისია და ჩინოვნიკები ქვეყანას არაკეთილსინდისიერად მართავენ. განცხადებაში რომელი კამერების წინ ივანიშვილმა ექვს წუთში წაიკითხა, ის ძველ თანაგუნდელებს მიმართავს და მხარდაჭერის შემთხვევაში სათანადო დაფასებას სთავაზობს.

ივანიშვილის ვიდეო განცხადების შემდეგ უკვე "ქართულმა ოცნებამაც" აღიარა რომ პარტია ღრმა კრიზისშია.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საზოგადოებამ მოისმინა შეშინებული, გაბანკროტებული, სასოწარკვეთილი და დამარცხებული ლიდერის მიმართვა.

დღის ამბები