14 ნოემბერი 2018,   22:40
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - საპარლამენტო უმრავლესობა მიზეზად არჩევნებს ასახელებს, ოპოზიცია კი მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს 

ეროვნული ვალუტის რეკორდულ ვარდნას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ლარის გაუფასურებას ჩვეულებრივ პროცესად აფასებენ.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ეროვნული ვალუტის დევალვაციის მთავარი მიზეზი სწორედ არჩევნებია.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ლარის გამყარების პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება და უახლოეს მომავალში კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან დაიწყებს.

„არჩევნები ყოველთვის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ხოლმე ბიზნესზე და კონკრეტულად ლარის კურსზე, იმიტომ, რომ ჩნდება ხოლმე არასტაბილურობის ან სხვა ტიპის შეგრძნება. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ავიღოთ ვალდებულება პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლებამ, მაგრამ რა თქმა უნდა ოპოზიციამაც, რომ ეს არჩევნები ჩატარდება არაძალადობრივ, არადაპირისპირების ვითარებაში. ეს არის ყველაზე კარგი პანაცია იმ მერყეობასთან დაკავშირებით რასაც ლარი ავლენს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ოპოზიცია კი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარდა მთავრობის მიერ ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვის შესახებაც საუბრობს. ოპონენტების რჩევაც სწორედ ამას უკავშირდება. თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში მიზნობრივად გაიწეროს.

„ეს ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რეალურად არის ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი. უკვე თავის მართლების უნარიც კი არ აქვთ. წინათ ხან თურქულ ლირას დააბრალებდნენ, ახლა ერთადერთი მოლოდინები შემორჩათ. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს საბიუჯეტო ხარჯები,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები