24 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
რეორგანიზაცია მთავარ პროკურატურაში - EMC მთავარ პროკურორს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს

შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად არჩევიდან მალევე უწყებამ მასშტაბური რეორგანიზაცია გამოაცხადა. პროცესის მიმდინარეობას პროკურატურაში მკაცრად ასაიდუმლოებენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მონიტორინგის მიზნით პროკურატურას ორჯერ 12 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს მიმართა.  გამოითხოვა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია. თუმცა პასუხი სამოქალაქო სექტორს ამ დრომდე არ მიუღია. EMC-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებამ ამით კანონი დაარღვია.

„მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის მიერ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის ისეთი საქმიანობა, როგორიც არის რეორგანიზაცია იყოს რია.

ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოს მთავარ პროკურორს გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია და უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის იურისტი თამარ გვასალია.

დღის ამბები