20 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
"ქართული ოცნება" საგანგებო რეჟიმში მუშაობს - ცენტრალურ ოფისში რეგიონის შტაბების ხელმძღვანელები და მერები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“  ცენტრალურ ოფისში მორიგი შეხვედრა იწყება.  როგორც ცნობილია,  თბილისის შტაბის ხელმძღვანელს კახი კალაძეს რეგიონების შტაბების ხელმძღვანელები და მერები ხვდებიან.

შეხვედრაზე მეორე ტურის სამზადისი, წინასაარჩევნო გარემო და მეორე ტურთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილება. შეხვედრას თბილისის შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, რეგიონების შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.

როგორც პარტიის ოფისში აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 

დღის ამბები