25 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება - ზვიად ძიძიგური

„ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება,“- ეს განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან გააკეთა. ის „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, კარგი იქნება თუ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება. მმართველი გუნდის წარმომადგენელი ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მუშაობს.  

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიულ თანამდებობებს დატოვებენ, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

„ღარიბაშვილი თუ შეუერთდება, ძალიან კარგი იქნება. კვირიკაშვილი უცხოეთში მუშაობს და არ ვიცი, რა ვითარებაშია მისი პოლიტიკური აქტიურობა. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

"ქართული ოცნების" მთავარ ოფისში შეხვედრები და კონსულტაციები გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დილიდან რეგიონების წარმომადგენლებს და ქალაქის მერებს ხვდებიან.

დღის ამბები