19 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს

იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.

განცხადება მან უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და საკუთარი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს დაუკავშირა.

უკრაინელი პოლიტიკოსები გენერალურ პროკურორს ჰერსონის მერის მრჩეველზე თავდასხმის საქმის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ლუცენკო და მისი უწყება საქმეს არაკეთილსინდისიერად იძიებენ.

ეკატერინა განძიუკი სახელმწიფო და ძალოვან უწყებებში კორუფციული სქემებს იძიებდა. გენერალურმა პროკურორმა ბრალდების ავტორებს რადას ტრიბუნიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ განძიუკის მკვლელი დაკავებულია და იმისთვის, რომ საზოგადოებას ეჭვები არ გაუჩნდეს, თანამდებობას ტოვებს.

ლუცენკომ აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებით პეტრო პოროშენკოს დღესვე მიმართავს.

დღის ამბები