25 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
ერაყში 200-ზე მეტი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ISIS-ის მიერ მოკლული ხალხის ნეშტია დამარხული

ერაყში 200-ზე მეტი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ისლამური სახელმწიფოს მიერ მოკლული ხალხის ნეშტია დამარხული.

მონაცემები გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარმა გაასაჯაროვა.

მოხსენება გაერო-ს მისიამ მოამზადა, რომელიც ერაყში ტერორისტული დაჯგუფების დამარცხების შემდეგ მუშაობდა.

ორგანიზაციის მონაცემებით, 202 მასობრივ საფლავში 6-დან 12 ათასამდე ადამიანია დამარხული. ნეშტის შესწავლას კი წლები დასჭირდება.

23 სამარხზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაერო-ს მისიაში არ გამორიცხავენ, რომ ერაყის ტერიტორიაზე შესაძლოა, კიდევ ასობით მსგავსი სამარხი არსებობდეს.

დღის ამბები