24 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
"ცრუ პანიკა" - მმართველი გუნდი ძალოვნების საგანგებო შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებას ეხმაურება

ქუთაისში გამართულ ძალოვნების საგანგებო შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებას მმართველი გუნდი "ცრუ პანიკად" აფასებს. საუბარია სუს-ის მაღალჩინოსნებსა და პოლიციის უფროსებს შორის შეხვედრაზე, სადაც, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა არჩევნების მეორე ტურისთვის კონკრეტული დავალებები მიიღეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეხვედრის მიზანი ამომრჩევლის დაშინება იყო.

არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ყველა სტრუქტურის მობილიზაცია იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

„როგორც პირველ ტურში იყო ცრუ პანიკა ოპოზიციის მხრიდან, რომ არჩევნები იქნებოდა რაღაც გაყალბებული, არჩევნები ჩატარდებოდა შეზღუდულ გარემოში, დაინახეთ, რომ არჩევნები მთავრობამ, ხელისუფლებამ, ცესკომ ჩაატარა თავისუფალ გარემოში. ამიტომ ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები