23 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
მოქალაქეების ნაწილს შესაძლოა, დენის საფასურის წინასწარ გადახდა დაევალოს - მოსახლეობამ "თელასისგან" გზავნილი მიიღო

მოქალაქეებმა თელასისგან შეტყობინება მიიღეს, რომ სამი ვადაგადაცილების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან, მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი წინასწარ დაფარონ.

მოქალაქეები, რომლებიც გაჭირვების გამო დენის საფასურს დროულად ვერ იხდიან, ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

თელასის მიერ გაგზავნილ SMS-ში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის ენერგოგამანაწილებელი კომპანია აბონენტის მიერ წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებლიდან თვიურ ნორმას დაადგენს და მოქალაქე იძულებული იქნება, თანხა წინასწარ გადაიხადოს.

გადაწყვეტილება, რომელის შესახებაც თელასმა აბონენტები გააფრთხილა, სემეკმა მიიღო.

მარეგულირებელმა კომისიამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. სემეკმა ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი დეკემბერში უნდა დაადგინოს, რომელიც გაუფასურებული ლარის ფონზე, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

ექსპერტებს გაზზე ტარიფის გაზრდა გარდაუვალ პროცესად მიაჩნიათ. სპეციალისტები ლარის კიდევ მეტად გაუფასურების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ელექტრო ენერგიაც გაძვირდეს.

 

დღის ამბები