20 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
"ამ 20 დღეში მაღაროში ჩავლენ, იმუშავებენ 300 ლარად, ოღონდ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი" - თაკო ჩარკვიანი მმართველ პარტიაზე

„სულ მქონდა რაღაც პატარა ტვინში, რომ რუსეთისკენ მიმავალი კაცი იყო ივანიშვილი,“ - ეს განცხადება პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა არჩევანის ეთერში გააკეთა.

თაკო ჩარკვიანი ივანიშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ხალხისადმი მიმართვა არ იყო.

„არ იყო ეს ქართველი ხალხისადმი მიმართვა. ძველი ბრიგადა, უფრო ძველი და უფრო გაწვალებული და უფრო კულტუროლოგიით აღსავსე, ვიდრე ქართველი ხალხია, მე არც კი მინახავს. მაგრამ ეს მიმართვა არ იყო ქართველი ხალხისადმი. ქართველი ხალხი არის მაღაროში 300 ლარად. 300-დან 600 ლარამდე არის ხელფასი, ხალხო! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, წარმოგიდგენიათ?“ - განაცხადა ჩარკვიანმა.

მან ასევე ისაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია.

„მოვიდა ახლა დრო, რომ ერთი ინსტიტუცია, ეს ერთი, ეს ხომ არ არის საპარლამენტო არჩევნები, ეს ერთი საპრეზიდენტო ინსტიტუცია სასწრაფოდ, როგორმე ხელში აიღოს ოპოზიციამ,“ - აღნიშნა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.

„ამ 20 დღეში მაღაროში ჩავლენ, იმუშავებენ 300 ლარად, ოღონდ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი... ეს არჩევნები წაგებულია ოცნებისთვის, მოგებულია ხალხისთვის. არავითარი ენმ, ჯერ ერთი, ნუ აყენებენ იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, ვინც გაერთიანდა. იქ არის ვეებერთელა გაერთიანება, თავი მოვიკალით ადამიანებმა, რომ ეს გაერთიანება ყოფილიყო,“ - აღნიშნა ჩარკვიანმა.

დღის ამბები