04 აპრილი 2020,   19:40
ვრცლად
კალაძე საბურთალოზე იპოდრომთან მიმდებარე კორტების ტერიტორიის გამოსყიდვას აპირებს

თბილისის მერი საბურთალოზე იპოდრომთან მიმდებარე კორტების ტერიტორიის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, წინა ხელისუფლებამ ეს ადგილები გაასხვისა და იქ დიდი კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა. ახლა კი მერია ახალი პროექტით იმუშავებს.

„ჩვენ განვითარების, წინსვლის, მშენებლობის მოწინააღმდეგეები არ ვართ, მე ამაზე არაერთხელ  მისაუბრია, თუმცა არის ისეთი ადგილები და ლოკაციები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის სპორტული მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები, პარკები და ა.შ. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ ეს კონკრეტული ადგილი დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს. აქვე მინდა, დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის პროექტი დამუშავდეს,“- განაცხადა კახა კალაძემ.  

 

დღის ამბები