20 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
გრიპის ვირუსი - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებით მიმართავს. სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ისაუბრა. 

პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა გავრცელებულია გრიპისმაგვარი ვირუსები.

„პირველი რა თქმა უნდა, ხველის ეტიკეტის დაცვაა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, უნდა გვქონდეს ერთჯერადი ხელსახოცები და ის მივიფაროთ ხველების, ცემინების დროს. მეორე რეკომენდაცია ხელების ხშირად დაბანაა.“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები