20 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
"მოვუწოდებ უსაქმურ პარლამენტს, ჩამობრძანდით და აქ გააკეთეთ ჯდომითი აქცია" - შალვა ნათელაშვილი ატოცში იმყოფებოდა 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ატოცში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ჩასვლას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი თავადაც იმყოფებოდა სოფელში და პირადად ნახა ის სამუშაოები, რომელსაც ოკუპანტები  ახორციელებენ. ადგილზე დილიდან მიმდინარეობს ახალი მავთულხლართების გაბმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებმა ნება უნდა იბოძონ და გამართონ მჯდომარე აქცია იმისთვის, რომ მიიქციონ მსოფლიო მედიის ყურადღება.

„ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა, არც ერთ მტერს არ შეულახავს ისე, როგორც ეს გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მე მოვუწოდებ საქართველოს უსაქმურ პარლამენტს, მასში მოკალათებულ 41 მილიონერ დეპუტატს, ჩამობრძანდით და აი აქ გააკეთეთ ჯდომითი აქცია. აი აქ ამ მიწაზე სადაც თქვენ მილიონები იშოვეთ. სხვა ქვეყანაში თქვენ კაპიკს ვერ გააკეთებდით ისეთი უტვინოები ხართ, არავის არ სჭირდებით. ამით მაინც გამოხატეთ მადლიერება, აი აქ დასხედით და მთელი მსოფლიოს პრესა ჩამოიყვანეთ და CNN-ს ჩაართვევინეთ პირდაპირში აი ეს ტრაგედია რაც აქ ხდება,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. 30 ჰექტარი მიწა უკვე საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები