04 აპრილი 2020,   18:16
ვრცლად
პატრიარქის პროტოპრესვიტერი "ქართული ოცნების" ოფისში - მამა გიორგი ზვიადაძე ირაკლი კობახიძეს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც პარტიის ლიდერები წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ პატრიარქის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე იმყოფებოდა.

მამა გიორგი ზვიადაძე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. თუმცა სასულიერო პირის თქმით, მათ საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტი განიხილეს და არჩევნებზე არ უსაუბრიათ.

„რას ბრძანებთ, როგორ შეიძლება მე არჩევნებთან დაკავშირებით მქონდეს საუბარი, ნუთუ თქვენ ეს არ გესმით? ეს იყო საკულტო ნაგებობების, მშენებლობა, მოხატვა -რესტავრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტია მისაღები და ამასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი“,-ამბობს მამა გიორგი.

დღის ამბები